- მკაცრი საბიუჯეტო შეზღუდვა
- საწარმოს მესაკუთრეები და მმართველები პასუხს აგებენ ფირმის ფინანსურ მდგომარეობაზე: ეს ითვალისწინებს, რომ მმართველი დაკარგავს სამუშაოს ან ფირმა გაკოტრდება თუ მას არ ექნება მოგება. ფინანსურ პასუხისმგებლობას ბუნებრივია, თან ახლავს ოპერატიულ-სამეურნეო დამოუკიდებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს მმართველს დაადგინოს ფასები წარმოებულ პროდუქციაზე, ხელფასი, დასაქმების დონე და სხვ., საბაზრო სიგნალებზე დაყრდნობით.Source: ბახტაძე ლელა. გარდამავალი ხანის ეკონომიკა: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ლელა ბახტაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.